ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „მონეტა“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 439417819) მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრება

    შემოწმების შედეგად გამოვლინდა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 24 (ოცდაოთხი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 7,000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ 168,000 (ას სამოცდარვა ათასი) ლარი.
    ვალუტის გადამცვლელ პუნქტს შპს „მონეტა“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 439417819) დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 168,000 (ას სამოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით.