ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „ჯ&გ“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 448382820) მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრება

    ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 05 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 28 (ოცდარვა) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ (შემდგომში - „ჯარიმის წესი“) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 56,000 (ორმოცდათექვსმეტი ათასი) ლარი;
    ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 94 (ოთხმოცდათოთხმეტი) ფაქტი, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 7,000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ 658,000 (ექვსას ორმოცდათვრამეტი ათასი) ლარი;
    ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ 1 (ერთი) კლიენტთან მიმართებაში არ განხორციელებულა კანონმდებლობის შესაბამისად, ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ კლიენტთან მიმართებაში. სულ 3,000 (სამი ათასი) ლარი;
    პირისთვის (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის 15 (თხუთმეტი) შემთხვევა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 15,000 (თხუთმეტი ათასი) ლარი;
    კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის 1 (ერთი) შემთხვევა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში. სულ 2,000 (ორი ათასი) ლარი;
    „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. კერძოდ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ წარმოდგენილი შიდა ინსტრუქცია/პოლიტიკა პროცედურა ხასიათდება მნიშვნელოვანი ხარვეზებით, ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
    „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს საეჭვო/უჩვეულო დაკავშირებული გარიგებების და ურთიერთდაკავშირებული პირების გამოვლენას, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
    ვალუტის გადამცვლელი პუნქტს შპს „ჯ&გ“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 448382820) დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 747,000 (შვიდასორმოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით.