ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ინდივიდუალური მეწარმის „მამუკა მარიამიძის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 01012026445) მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრება
შემოწმების შედეგად გამოვლინდა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 3 (სამი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 7,000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ 21,000 (ოცდაერთი ათასი) ლარი.
ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ინდივიდუალურ მეწარმეს „მამუკა მარიამიძე“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 01012026445) დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 21,000 (ოცდა ერთი ათასი) ლარის ოდენობით.