ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ი.მ. „ტარიელ ლობჟანიძის“ (ს/ნ 01011047574) მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრება
შემოწმების შედეგად გამოვლინდა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 5 (ხუთი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე–3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 7,000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ 35,000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი.
ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ი.მ. „ტარიელ ლობჟანიძეს“ (ს/ნ 01011047574) დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 35,000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.