ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ი.მ. „მურმან სირაბიძის“ (პ/ნ 61001010451) მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრება

    ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 05 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 7 (შვიდი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ (შემდგომში - „ჯარიმის წესი“) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 14,000 (თოთხმეტი ათასი) ლარი;
    ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 05 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებით წარდგენის 2 (ორი) ფაქტი, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 100 (ასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 200 (ორასი) ლარი;
    ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 05 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის 5 და მეტი სამუშაო დღის დაგვიანებით წარდგენის 1 (ერთი) ფაქტი, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 300 (სამასი) ლარი;
    კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის 4 (ოთხი) შემთხვევა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში. სულ 8,000 (რვა ათასი) ლარი;
    „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. კერძოდ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ წარმოდგენილი შიდა ინსტრუქცია/პოლიტიკა პროცედურა ხასიათდება მნიშვნელოვანი ხარვეზებით, ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
    „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს საეჭვო/უჩვეულო დაკავშირებული გარიგებების და ურთიერთდაკავშირებული პირების გამოვლენას, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
    ვალუტის გადამცვლელი პუნქტს ი.მ. „მურმან სირაბიძეს“ (პ/ნ 61001010451) დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 35,500 (ოცდათხუთმეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.