შპს „მისო B კრედიტი“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204571800) დაჯარიმების თაობაზე

    მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:
    მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შემოწმების პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 2 (ორი) შემთხვევა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ ჯამში 4,000 (ოთხი ათასი) ლარი.
    საერთო ჯამში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა - 4,000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.