შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია პიაცა კაპიტალ“-ს (ს/ნ 445425763) ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე

    მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შემოწმების პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 3 (სამი) შემთხვევა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ (შემდგომში - „ჯარიმის წესი“) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ ჯამში 6,000 (ექვსი ათასი) ლარი.

    საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის 1 (ერთი) ოპერაციის დადგენილი ვადის დაუცველად, 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებით წარდგენა, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 300 (სამასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 1 (ერთი) შემთხვევისათვის სულ - 300 (სამასი) ლარი.

    საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის“ წარუდგენლობის 2 (ორი) ფაქტი, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 2 (ორი) შემთხვევისათვის სულ - 4,000 (ოთხი ათასი) ლარი.

    საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 25 მაისის №395-1კ განკარგულების საფუძველზე განხორციელებული შემოწმების შედეგად 2021 წლის 1 ივლისის №460-1კ წერილით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის 1 (ერთი) ფაქტი, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 7,000 (შვიდი ათასი) ლარით თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის ფაქტზე, სულ - 7,000 (შვიდი ათასი) ლარი.

    შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია პიაცა კაპიტალ“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 445425763) დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით - 17,300 (ჩვიდმეტი ათას სამასი) ლარის ოდენობით.