კომერციული ბანკის სს „თიბისი ბანკი“-სთვის (ს/ნ 204854595) დაკისრებული ფულადი ჯარიმა
განხორციელდა კომერციული ბანკის სს „თიბისი ბანკს“ (ს/ნ 204854595) დაჯარიმება 250 000 (ორასორმოცდაათი ათას რვაასი) ლარის ოდენობით. კერძოდ:
4 (ოთხ) კლიენტთან მიმართებით, განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის გამო, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის და 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;
ადგილზე შემოწმების შედეგად წერილობით გაცემული 3 (სამი) მოთხოვნის დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის ფაქტის გამო;
1 (ერთ) კლიენტთან მიმართებით განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების გადაუცემლობის გამო, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
23 (ოცდასამ) კლიენტთან მიმართებით არ განხორციელებულა რისკის შესაბამისი პრევენციული ზომები;
შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 3 (სამი) შემთხვევის გამო;
20 (ოც) შემთხვევაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის გამო (5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის);
46 (ორმოცდაექვს) შემთხვევაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის გამო (5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისათვის);
1 (ერთ) შემთხვევაში ბანკის მხრიდან „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 10 ნოემბრის N313/04 ბრძანებით განსაზღვრული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით (2024 წლის პირველი ნახევრის ანგარიშგება) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენისთვის.