კომერციული ბანკის ს.ს. "ბანკი ქართუ"-სთვის (ს/ნ 204891652) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

    კომერციული ბანკის ს.ს. "ბანკი ქართუ"-სთვის (ს/ნ 204891652) დაკისრებული ფულადი ჯარიმა


    განხორციელდა კომერციული ბანკის ს.ს. „ბანკი ქართუ“-ს (ს/ნ 204891652) დაჯარიმება 64 000 (სამოცდაოთხი ათასი) ლარის ოდენობით, კერძოდ:

    1. 3 (სამი) კლიენტთან მიმართებით „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 7 მაისის N82/04 ბრძანებით დამტკიცებული სახელმძღვანელოს და ბანკის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამი რისკფაქტორების გათვალისწინების გარეშე რისკის მინიჭების/გადაფასების განხორციელების გამო;
    2. 1 (ერთი) პირთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, რომელიც ეხება პოლიტიკურად აქტიური პირის მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
    3. 2 (ორი) კლიენტთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგის არასაკმარისად განხორციელების გამო;
    4. 1 (ერთი) კლიენტთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების გადაუცემლობის გამო;
    5. 4 (ოთხი) შემთხვევაში „კომერციული ბანკების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 დეკემბრის N162/04 ბრძანებით განსაზღვრული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით (2019 წლის მეორე ნახევრის, 2020 წლის პირველი და მეორე ნახევრის და 2021 წლის პირველი ნახევრის ანგარიშგებები) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის გამო;
    6. შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად/ვადაგადაცილებით წარმოდგენის 3 (სამი) შემთხვევის გამო.