ლარის სიმბოლო

    ქართულ ფულს - ლარს თავისი სიმბოლო აქვს. 2014 წლის 7 ივლისს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ დაამტკიცა ლარის სიმბოლო. ლარის სიმბოლოს კონცეფცია ეფუძნება ქართული მხედრული ანბანის ასონიშან ლასს. ერთთავიანი, მარტივი ლასის რკალზე ორი პარალელური ხაზის ჩამოსმით ვიღებთ სამთავიანი, სრული ლასის სტილიზებულ გამოსახულებას.