დეპოზიტების დაზღვევის სისტემა იურიდიულ პირებზეც ვრცელდება
2022 წლის 1 - ელი იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის სისტემა იურიდიულ პირებზეც ვრცელდება. სადაზღვევო ზღვარი კი, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, 15 000 ლარია. შეგახსენებთ, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საქართველოში 2018 წლის 1 - ელი იანვრიდან მოქმედებს. ის დეპოზიტორების დაცვის მსოფლიოში აპრობირებული მექანიზმია, რომელიც უზრუნველყოფს როგორც თითოეული დეპოზიტორის დაცულობას, ისე მთლიანად ფინანსური სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებას.