მორიგი ჯილდო ეროვნულ ბანკს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის
საქართველოს ეროვნული ბანკი 2015 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის დაჯილდოვდა
“2015 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის” საქართველოს ეროვნულ ბანკს სპეციალური ჯილდო გადაეცა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და ფონდმა ღია საზოგადოება საქართველომ, საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე საქართველოში 2010-2015 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები განიხილეს. დასახელდება პროექტის ფარგლებში გამოვლენილი ყველაზე გამჭვირვალე და დახურული საჯარო დაწესებულებები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, 2011 წელს, ამავე ორგანიზაციის მიერ დაჯილდოვდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესოდ უზრუნველყოფისათვის.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდი იყენებს Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესების, და უკეთესი ნავიგაციის მიზნით.
თუ აგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას, ამით თანხმობას აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე.