კობა გვენეტაძე სსფ-ს ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, ჯიჰად აზურს შეხვდა

კობა გვენეტაძე სსფ-ს ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, ჯიჰად აზურს შეხვდა

06 ივლისი, 2022

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, ჯიჰად აზურთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონში არსებული გამოწვევები განიხილეს. 

 

კობა გვენეტაძემ ჯიჰად აზურს დეტალურად გააცნო სებ-ის მიერ გატარებული რეფორმები და არსებული მაკროეკონომიკური ტენდენციები. მან ასევე ვრცლად ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელიც სებ-მა Covid-19 პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ განახორციელა. ამასთან, საუბარი შეეხო სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებულ "მხარდამჭერ პროგრამას" (Stand-By Arrangement) და იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომელსაც აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს. 

 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სსფ-ს ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, არასამათავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. ასევე, დაგეგმილია ჯიჰად აზურისა და კობა გვენეტაძის შეხვედრა სტუდენტებთან, სადაც საუბარი შეეხება საქართველოსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებს, უკრაინის ომის გავლენებსა და გლობალურ ეკონომიკას. 

06 ივლისი, 2022

ფოტოგალერეა

6

სხვა სიახლეები