
ტაო ჟენგის და ეკონომიკური გუნდის შეხვედრა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან
"გლობალური ეკონომიკა და სავალუტო ფონდის როლი მსოფლიოში" - ამ თემის შესახებ გაიმართა მსჯელობა დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადისკუსიო პანელზე.
დისკუსიისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გლობალურ ეკონომიკას და მის გავლენას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე. გამომსვლელებმა ისაუბრეს მთავრობის ოთხ-პუნქტიან გეგმაზე, საქართველოს პასუხზე საგარეო შოკსა და ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე - მიმდინარე ანგარიშის დეფიციტსა და დოლარიზაციაზე.