სტამბულში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია: „დოლარიზაცია: შედეგები და რეაგირების ვარიანტები“

სტამბულში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია: „დოლარიზაცია: შედეგები და რეაგირების ვარიანტები“

14 დეკემბერი, 2006
თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის დურმუშ ილმაზის მიწვევით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში „დოლარიზაცია: შედეგები და რეაგირების ვარიანტები“, რომელიც სტამბულში 15 დეკემბერს გაიმართება.   კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ: ისრაელის, არგენტინის, პოლონეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, თურქეთის, ბოლივიის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები, აგრეთვე მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები.
სხვა სიახლეები