
სსფ მმართველი დირექტორის მოადგილის ტაო ჟენგის და ეკონომიკური გუნდის წარმომადგენელთა შეხვედრა
12 ივნისს, საქართველოს საერთაშორისო
სავალუტო ფონდის (სსფ) დელეგაცია მმართველი დირექტორის მოადგილის ტაო
ჟენგის ხელმძღვანელობით ეწვია. დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს
საქართველოს ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებთან.
"ჩვენ გავმართეთ ძალიან მნიშვნელოვანი და
საინტერესო დისკუსიები ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, პირველ ვიცე-პრემიერ
ფინანსთა მინისტრთან, მათ მოადგილეებთან და საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან. აღსანიშნავია ქვეყნის
შთამბეჭდავი მიღწევები ეკონომიკური განვითარების კუთხით, ასევე ძალიან
სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და უკვე განხორციელებული და მომავალში
დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები. როგორც იცით, საერთაშორისო სავალუტო
ფონდმა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად დაიწყო ახალი პროგრამის
განხორციელება. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ საქართველოს მთავრობა
პასუხისმგებლობით ეკიდება პროგრამით გათვალისწინებულ რეფორმებს. ჩვენ
მოხარული ვართ გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ
ვუზრუნველყოთ მომავალში პროგრამების წარმატება. ვუსურვებ წარმატებას
ქვეყანას, ვუსურვებ წარმატებას საქართველოს მოსახლეობას", - განაცხადა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ ტაო ჟენგმა."ჩვენ დღეს ძალიან დეტალურად განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამა რომელიც ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მივიღეთ თავიდან ბოლომდე ეფუძნება ჩვენი ქვეყნის განვითარების 4-პუნქტიან გეგმას, იმ რეფორმებს რომელიც ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში განვაცხადეთ და იმ დაპირებებს, რომელიც ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში გვქონდა და რომლის იმპლემენტაცია საქართველოს განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. კვლავ დავადასტურებ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს ჩვენს 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას და მის განვითარებას", - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.