
საქართველოში გლობალური ფულის კვირეული წელს მეორედ აღინიშნა
საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებითა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ჩართულობით, გლობალური ფულის კვირეული წელს მეორედ აღინიშნება. ფულის კვირეული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად, მარტის თვის მეორე კვირაში იმართება, რომლის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის ჩართულობას ფულის დაზოგვის, ეკონომიკური სისტემის ცვლილებისა და ფინანსური მომავლის შესახებ დისკუსიაში. ასევე დაეხმაროს მათ ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერებაში. წლევანდელი კვირეულის დევიზია „დააგროვე დღეს, იყავი დაცული ხვალ“ – Save today, safe tomorrow.