საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

18 აპრილი, 2012

2012 წლის 18 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების  აუქციონზე  გაიყიდა  20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 55 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.380 პროცენტით, მაქსიმალური 7.490 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 7.432 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 7.4 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სხვა სიახლეები