
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საკოლექციო მონეტა გამოუშვა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა
ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის
საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო
მონეტა გამოუშვა. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ,
უნივერსიტეტის რექტორ გიორგი შარვაშიძესთან და მონეტის დიზაინერ ნინო
გონგაძესთან ერთად საზოგადოებას მონეტა წარუდგინა.