
საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2012 წლის 31 მაისს, ეროვნული ბანკის 7 დღიან N22, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა სამ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.05 პროცენტი, მაქსიმალური 6.09 პროცენტი, საშუალო შეწონილი 6.06 პროცენტით განისაზღვრა.