
საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2011 წლის 9 ივნისს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N23, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 130 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ხუთ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.05%, მაქსიმალური 8.31%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.20%–ით განისაზღვრა.