
საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების აუქციონის შედეგები
2011 წლის 25 აგვისტოს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N34, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 170 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ექვს კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.50%, მაქსიმალური 7.71%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.55%–ით განისაზღვრა.