საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

05 მაისი, 2026

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

 

ძირითადი ტენდენციები

 

ინფლაცია

  • აპრილში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, ხოლო მარტთან შედარებით ფასების საერთო დონემ 1.7%-ით მოიმატა
  • საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის,ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, აპრილში 3.2% შეადგინა
  • მომსახურების ინფლაცია დაჩქარდა და 3.7%-ს გაუტოლდა

 

საბანკო სექტორი

  • მარტში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპი 0.7 პპ-ით გაიზარდა და წლიური მაჩვენებელი 14.9%-ს გაუტოლდა
  • დეპოზიტების დოლარიზაცია მარტში 0.6 პპ-ით გაიზარდა და 46.6% შეადგინა
  • მარტში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.3 პპ-ით, 42.5%-მდე, გაიზარდა

 

საგარეო სექტორი

  • იმპორტი - საქონლის იმპორტი წლიურად 4.7%-ით გაიზარდა და 1.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. მარტში საქონლის იმპორტის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო შუალედური მოხმარების საქონლით, რომლის წვლილმა 5.5 პპ შეადგინა
  • ექსპორტი - ექსპორტი 24.0%-ით გაიზარდა და 697.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მარტში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური ზრდა ძირითადად განპირობებული იყო შუალედური (16.3 პპ კონტრიბუციით) და სამომხმარებლო (7.6 პპ კონტრიბუციით) საქონლის ექსპორტით
  • მარტის მდგომარეობით, რეზერვების მთლიანი მოცულობა 6.3 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს


გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

სხვა სიახლეები