საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგიონული ფილიალების სტრუქტურული რეორგანიზაცია დასრულდა

საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგიონული ფილიალების სტრუქტურული რეორგანიზაცია დასრულდა

30 ივლისი, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე სამუშაო ვიზიტით ეროვნული ბანკის ქუთაისის, ფოთისა და ბათუმის ფილიალებს საქართველოს ეროვნული ბანკის რეგიონული ფილიალების სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესის მიმდინარეობის შემოწმების მიზნით ეწვია.   სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესი ბოლო ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივად მიმდინარეობდა. შედეგად გაუქმდა ბანკის ოზურგეთის, გორის, ზუგდიდის, ახალციხის და სოხუმის ფილიალები, რომელთა ფუნქციების გადანაწილების ხარჯზე საქართველოს ეროვნული ბანკის დანარჩენი ოთხის – ქუთაისის, გურჯაანის, ფოთისა და ბათუმის ფილიალების გამხვილება მოხდა.
სხვა სიახლეები