
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2010 წლის 22 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 6 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 168-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 19 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.940%–ით, მაქსიმალური 10.130%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.017%–ით განისაზღვრა.