
პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2019-2021 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა 92 ხმით, ერთხმად, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს "2019-2021 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების" შესახებ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარადგინა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, საქართველოს პარლამენტში 2019-2021 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენისას ისაუბრა საქართველოსთვის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელზე, რომელიც 3%-ზეა განსაზღვრული, არსებულ ინფლაციურ გარემოსა და პროგნოზებზე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ წლის განმავლობაში ინფლაცია დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლის, 3%-ის, ირგვლივ ნარჩუნდებოდა.