ნათია თურნავამ BIS-ის ორგანიზებულ კონფერენციაში „ცენტრალური ბანკები გაციფრულებისა და ფრაგმენტაციის პერიოდში“ მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავამ BIS-ის ორგანიზებულ კონფერენციაში „ცენტრალური ბანკები გაციფრულებისა და ფრაგმენტაციის პერიოდში“ მიიღო მონაწილეობა

30 ივნისი, 2025

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) 24-ე წლიურ კონფერენციაში „ცენტრალური ბანკები გაციფრულებისა და ფრაგმენტაციის პერიოდში“ მიიღო მონაწილეობა.

ბაზელში, BIS-ის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართული კონფერენციის მთავარი თემა დიჯიტალიზაციის და გლობალური ეკონომიკური ფრაგმენტაციის პირობებში ცენტრალური ბანკების როლის შესახებ მსჯელობა იყო. 

პანელური დისკუსიის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ციფრული ფინანსების, ლიკვიდობის, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხები. იმსჯელეს ცენტრალური ბანკების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, კრისტინ ლაგარდი.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოს ჩართულობა მსგავსი მასშტაბის გლობალურ ფინანსურ დისკუსიებში მნიშვნელოვანია.

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) 24-ე წლიურ კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, მათ შორის აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი, ეკონომიკური ექსპერტები და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის პარალელურად, საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკმა წელს ასევე უმასპინძლა რიგით  95-ე ყოველწლიურ შეხვედრას. 1930 წელს დაფუძნებული ბანკის სათავო ოფისი შვეიცარიაში, ბაზელში მდებარეობს. ეს ინსტიტუტი ფინანსური და მონეტარული სტაბილურობის მისაღწევად ცენტრალურ ბანკებსა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს და მხოლოდ მათ ემსახურება.


სხვა სიახლეები