
ნათია თურნავა J.P. Morgan-ის საჯარო სექტორის მიმართულების გლობალურ ხელმძღვანელს მაშა გლუხოვსკის შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა უმსხვილესი ამერიკული ბანკის JP Morgan-ის საჯარო სექტორის მიმართულების გლობალურ ხელმძღვანელ მაშა გლუხოვსკისა და ევროპაში საჯარო სექტორთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელთან ნიკოლას სტინბერგენთან.
შეხვედრა თბილისში გამართული რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველების მრგვალი მაგიდის ღონისძიების ფარგლებში შედგა.
მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და J.P. Morgan-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე ისაუბრეს რეგიონის მაკროეკონომიკურ გარემოსა და საფინანსო სექტორში მიმდინარე ტენდენციებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის თანამშრომლობით გამართულ რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრას. ხაზი გაესვა ამ ფორმატის ღონისძიების მნიშვნელობას, რომელიც რეგიონში პირველად ჩატარდა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს გამოცდილების გაზიარებისა და საერთო პრიორიტეტებზე მსჯელობის შესაძლებლობა მისცა.
22 სექტემბერი, 2026
ფოტოგალერეა
3