
კობა გვენეტაძის შეხვედრა საბანკო სექტორთან
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის და კომერციული ბანკების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე საბანკო სექტორში და ზოგადად ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ისაუბრეს იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლის მოსაგვარებლად საქართველოს ეროვნული ბანკი, კომერციულ ბანკებთან ერთად გარკვეული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.
"ვფიქრობთ მომხმარებელთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია კომერციული ბანკებისთვისაც, რადგან რაც უფრო მეტი კმაყოფილი მსესხებელი ეყოლებათ ბანკებს, მით უფრო მაღალი იქნება მათ მიმართ ნდობა. ჩვენი მიდგომაა, რომ ბანკები უფრო მეტად გახსნილები იყვნენ, უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდონ თავიანთ მომხმარებლებს. ასევე, ვგეგმავთ ცვლილებები შევიტანოთ წესში, რომელიც მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.