
კობა გვენეტაძემ ფულის ისტორიისა და პირადი ფინანსების მართვის შესახებ 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ისაუბრა
ფინანსური განათლების სტრატეგიის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოზარდებისათვის საგანმანათლებლო ბროშურები მოამზადა. საგანმანათლებლო აქციის ფარგლებში ეროვნული ბანკის თანამშრომლები იმ სკოლებს ეწვივნენ, სადაც თავად სწავლობედნენ ან ახლა მათი შვილები იღებენ ზოგადსაგანმანათლებლო ცოდნას. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 23-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც თავად სწავლობდა და სკოლის მოსწავლეებს ფულის ისტორიისა და პირადი ფინანსების შესახებ განვითარებული ბროშურები წარუდგინა.
მოგეხსენებათ, რომ ეროვნულმა ბანკმა 2018 წელი ფინანსური განათლების წლად გამოაცხადა და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი ღონისძიება რათა, რაც შეიძლება მეტ ჯგუფს მივაწვდინოთ ჩვენი ხმა და პოპულარიზაცია გავუწიოთ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა პირადი ბიუჯეტის მართვა, დაზოგვა და ა. შ. ცოტა ხნის წინ ჩვენ ფინანსური ფეხბურთი წარვადგინეთ და 2018 წლის განმავლობაში კიდევ ბევრი ღონისძიების განხორციელებას ვგეგმავთ", - განაცხადა ეროვნული ბაკნის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.