
კობა გვენეტაძე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, დავით ონოფრიშვილთან შეხვედრა გამართა.
ამას გარდა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომხმარებელთა ინფორმირებულობის ხელშემწყობი ღონისძიებები გათვალისწინებული იქნება მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შესატან ცვლილებებში, რომელთა ამოქმედებასაც ეროვნული ბანკი უახლოეს მომავალში გეგმავს. ამასთან, მხარეები გეგმავენ საბანკო და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებთან ერთობლივი შეხვედრების გამართვას.