
კიბერუსაფრთხოების რეგიონულ კონფერენციაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ორ ნომინაციაში გაიმარჯვა
კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების კონფერენცია მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.