გიორგი ქადაგიძე აშშ-ს სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

გიორგი ქადაგიძე აშშ-ს სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

19 ნოემბერი, 2010

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, სასტუმრო "რედისონში", საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვდრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია გამართა და აშშ-ის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური ტენდენციები გააცნო.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ შარშანდელი 4%-იანი ვარდნის შემდეგ 2010 წელს მშპ-ის 6,3%-ით ზრდაა მოსალოდნელი.

http://www.amcham.ge/

სხვა სიახლეები