
ეროვნულმა ბანკმა სებსტატის განახლებული სახელმძღვანელო გამოსცა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სებსტატის მე-2 განახლებული სახელმძღვანელო გამოსცა. აღნიშნულის აუცილებლობა სებ-ის სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის - სებსტატის ფუნქციონირების 2-წლიანი პერიოდის გამოცდილებამ, ასევე ამ სისტემის შემდგომი განვითარებისა და გაფართოების ამოცანებმა განაპირობა. დღეისათვის ქვეყნის საბანკო სისტემა წარმატებით იყენებს სებსტატს, როგორც ფინანსური და სტატისტიკური მონაცემების წარმოების, ხარისხის კონტროლისა და გავრცელების ბიზნეს-პროცესის ინოვაციურ მოდელს.