
ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების პროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლის პედაგოგთა გადამზადება დაიწყო
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროსთან თანამშრომლობით, საჯარო სკოლის პედაგოგთა პირველ ტრენინგს
უმასპინძლა. ტრენინგი, რომელიც "სკოლა-ბანკის" პროგრამის ფარგლებში
განხორციელდა, ეროვნულმა ბანკმა, საერთაშორისო ორგანიზაცია Child and Youth
Finance International-თან (CYFI) თანამშრომლობით განავითარა და ბავშვებსა
და ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ამაღლებას ემსახურება.