დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნების ცენტრალური ბანკების შიდააუდიტორული სამსახურების მმართველთა საკონსულტაციო საბჭოს საქართველოს ეროვნული ბანკის შიდააუდიტორული სამსახურის უფროსი უხელმძღვანელებს

დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნების ცენტრალური ბანკების შიდააუდიტორული სამსახურების მმართველთა საკონსულტაციო საბჭოს საქართველოს ეროვნული ბანკის შიდააუდიტორული სამსახურის უფროსი უხელმძღვანელებს

02 ივნისი, 2008

მიმდინარე წლის 26-29 მაისს, ტაჯიკეთში, დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნების ცენტრალური ბანკების შიდააუდიტორული სამსახურების ხელმძღვანელთა საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საკონსულტაციო საბჭო შვიდი წლის წინ შეიქმნა და მიზნად ისახავს წევრი ქვეყნების ცენტრალური ბანკების შიდააუდიტორული სამსახურების მიერ დაგროვილი გამოცდილების ურთიერთგაზიარების, პროფესიული პრაქტიკის შემდგომი დახვეწისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას.

სხდომაზე განიხილეს წარმოდგენილი ქვეყნების ცენტრალური ბანკების შიდააუდიტორული სამსახურების საქმიანობის ორგანიზაციული და სხვადასხვა პროფესიული საკითხები. აღნიშნულ სხდომაზე გადაწყდა, რომ დსთ-სა და ბალტიის ქვეყნების ცენტრალური ბანკების შიდააუდიტორული სამსახურების ხელმძღვანელების საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარედ მომდევნო ერთწლიანი პერიოდით (2008-2009წწ.) არჩეულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის შიდააუდიტორული სამსახურის უფროსი მამუკა ჯიბუტი, ხოლო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეკრება 2009 წელს საქართველოში გაიმართება.

სხვა სიახლეები