დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნების ცენტრალური ბანკების იურისტები საქართველოს ეროვნულ ბანკში შეიკრიბნენ

დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნების ცენტრალური ბანკების იურისტები საქართველოს ეროვნულ ბანკში შეიკრიბნენ

29 მაისი, 2007
საქართველოს ეროვნულ ბანკში  საბანკო კანონმდებლობის საკითხებზე ჩატარდა სამუშაო შეკრება, რომელშიც მონაწილეობდნენ ცენტრალური ბანკების იურიდიული სამსახურების ხელმძღვანელები რუსეთიდან, ესტონეთიდან,  საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთსა და ყაზახეთიდან. შეკრებაზე განიხილეს ამ ქვეყნების საბანკო კანონმდებლობისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.   საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული  დეპარტამენტის უფროსის ბაადურ ყიფიანის განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები უკვე მე-5 წელია ტარდება და მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების საფინანსო და საბანკო სექტორებში არსებული პრობლემების განხილვასა და მათი გადაჭრის გზების ძიებას.   „ძირითად პრობლემად იკვეთება ცენტრალური ბანკების დამოუკიდებლობის საკითხი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ესტონეთზე, როგორც ევროკავშირში ახლად გაწევრიანებულ ქვეყანაზე. საინტერესოა კანონმდებლობის ცვლილებების თვალსაზრისით მათი გამოცდილების გაზიარება, რაც დაგვეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ როგორ მოვახდინოთ კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროგაერთიანების სამართალთან“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ბაადურ ყიფიანმა.
სხვა სიახლეები