დავით ამაღლობელმა ESM-ის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შესთავაზა

დავით ამაღლობელმა ESM-ის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შესთავაზა

01 აპრილი, 2008

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ამაღლობელმა თბილისის ბიზნესსკოლა ESM-ის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ეროვნული ბანკის ფუნქციების შესახებ საჯარო ლექცია წაუკითხა. სტუდენტების გარდა ლექციას ესწრებოდნენ ბანკის დეპარტამენტების ხელმძღვანელები და სპეციალისტები.

აღნიშნული საჯარო ლექცია ეროვნული ბანკის ახალი პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომლის ერთერთ მიზანსაც ეროვნულ ბანკში საქართველოში მოქმედი ბიზნესსკოლების წარმატებულ კურსდამთავრებულთა მოზიდვა წარმოადგენს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის დავით ამაღლობელის განცხადებით, ეროვნული ბანკი დაინტერესებულია საქართველოში მოქმედ ბიზნესსკოლებთან, მათ შორის, ESM-თან, როგორც ეკონომიკური პროფილის ერთერთ წამყვან უმაღლეს სასწავლებელთან, პროფესიული ურთიერთობის დამყარებით. მან სტუდენტებს ეროვნულ ბანკში სტაჟირების გავლა შესთავაზა, რომლის წარმატებულად დამთავრების შემთხვევაში, შესაძლოა ზოგიერთ მათგანს ეროვნულ ბანკში დასაქმება შესთავაზონ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში,  საჯარო ლექციების ჩატარებას სხვა ეკონომიკური პროფილის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთანაც გეგმავს.

 

სხვა სიახლეები