საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2022 წლის 24 მაისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 242 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.350 პროცენტით, მაქსიმალური 10.449 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.397 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.