საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წლის ივლისის "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წლის ივლისის "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

04 ივლისი, 2023

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია
  • ივნისში წლიური ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ჩამოცდა და 0.6% შეადგინა.
  • საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს. ინფლაციის შემცირებას მეტწილად გლობალური ტენდენციები და ეგზოგენური შოკების ეტაპობრივი მილევა განაპირობებს.
  • საერთაშორისო ბაზრებზე საქონლის ფასები სტაბილურად იკლებს და მცირდება საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც. ეს ტენდენციები საქართველოს ბაზარს გადმოეცემა და გამყარებული ლარის კურსის ფონზე ინფლაციას ამცირებს. ინფლაციის შემცირებას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც ხელს უწყობს.

საბანკო სექტორი
  • 2023 წლის მაისში გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 12.8%-ით გაიზარდა.
  • დეპოზიტების დოლარიზაცია, მაისში, წინა თვესთან შედარებით 1.8 პპ-ით შემცირდა და 50.5%-ს შეადგენს.

საგარეო სექტორი
  • იმპორტი - მაისში საქონლის იმპორტი წლიურად 1.4%-ით გაიზარდა. საქონლის იმპორტის მატება უმეტესად სამომხმარებლო სახის საქონლის იმპორტის ზრდამ განაპირობა.
  • ექსპორტი - მაისში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 3.5%-ით გაიზარდა.


გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

სხვა სიახლეები