საქართველოს ეროვნული ბანკი ოქტომბრის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს" აქვეყნებს
"მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში" ინფლაციის, ეკონომიკური ზრდის და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის იმ პროგნოზების აღწერას გაეცნობით, რომელთაც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება. გამოცემის მიზანი სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების საზოგადოებისთვის დეტალური ახსნაა.
ინფლაცია
ეკონომიკური ზრდა
ფინანსური სექტორი
მაკროეკონომიკური პროგნოზი
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე პუბლიკაციების განყოფილებაში.
გამოცემას თან ერთვის ანგარიშის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მოკლე ვიდეო.