კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა
2023 წლის მაისი ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 2023 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.55 მლრდ ლარით, ანუ 2.3 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.3 პროცენტით გაიზარდა) და 2023 წლის მაისის ბოლოს 67.8 მლრდ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 9.4 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.9 პროცენტია.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.
სტატისტიკურ გაანგარიშებებში არ მონაწილეობს სს "პეისერა ბანკი საქართველო" - ს მონაცემები, რადგანაც ციფრული ბანკი მაისის თვეში ოპერირებდა სატესტო რეჟიმში.