კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

25 მარტი, 2022

2022 წლის თებერვლის ბოლოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 2022 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.67 მლრდ ლარით, ანუ 2.8 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.33 პროცენტით გაიზარდა) და 2022 წლის  თებერვლის ბოლოს 61.69 მლრდ ლარი შეადგინა.

 

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 8.0 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.0 პროცენტია.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.
 

სხვა სიახლეები