თბილისის ფინანსური სამიტი | 2026
27-28 ოქტომბერს, თბილისმა რიგით მეორე საერთაშორისო ფინანსურ სამიტს უმასპინძლა, რომელმაც მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის დაახლოებით 1 000 წარმომადგენელს მოუყარა თავი. „თბილისის ფინანსურ სამიტში“ მონაწილეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკების და საინვესტიციო კომპანიების ლიდერები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები. სამიტის მთავარი თემა „რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში“ იყო.