საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს სტაჟირების კონკურსს სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტში

    საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს სტაჟირების კონკურსს

    გამოქვეყნდა:30 სექტემბერი
    ბოლო ვადა:15 ოქტომბერი

    დეპარტამენტი: სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტი

    განყოფილება: კიბერ-რისკის ზედამხედველობის განყოფილება

    პოზიცია: სტაჟიორი

    ანაზღაურება: თვეში 1200 ლარი (დარიცხული)

    სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვემდე ვადით

    საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ: საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მთავარი მანდატი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობაა. ბოლო წლებში მსოფლიოს საფინანსო სექტორში  ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად კიბერ რისკები სახელდება. სებ-ის კიბერ რისკის ზედამხედველობის განყოფილება დებულებით მინიჭებული მანდატის ფარგლებში ახორციელებს საზედამხედველო სუბიექტების (კომერციული ბანკების, ციფრული ბანკების, მიკრობანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების) კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩოს მოთხოვნების შესაბამისობის შეფასებასა და შესაბამისი რისკ-ფაქტორების გამოვლენას.

    სტაჟირების შესახებ: კიბერ რისკის ზედამხედველობის განყოფილების სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ  თეორიული ცოდნა და პრაქტიკული  გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით:

    §  ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტები

    o   სტაჟიორები გაეცნობიან ეროვნული ბანკის როლს როგორც ქვეყნის მასშტაბით ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ასევე საფინანსო სექტორთან მიმართებაში სებ-ის მანდატის შესახებ. ამას გარდა, შეისწავლიან საზედამხედველო სუბიექტებისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. 

    §  ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების რისკების მართვა

    o   სტაჟიორები შეისწავლიან უსაფრთხოების რისკების მართვის საკვანძო საკითხებს, რელევანტური კრიტირიუმების გაანალიზებასა და შეფასებას მოდელირებული ქეისების მაგალითებზე. ასევე, მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას ანგარიშების წარმოების და დოკუმენტირების მიმართულებით.

    §  ინციდენტების განხილვა

    o   სტაჟიორები გაეცნობიან კიბერ რისკის ზედამხედველობის პროცესში გამოყენებულ ინციდენტებზე რეპორტინგის ინსტრუმენტებს, ექნებათ შესაძლებლობა მოდელირებული ინციდენტების განხილვაში მიიღონ მონაწილეობა და შეადგინონ შესაბამისი დოკუმენტირებული ანგარიში. ასევე, განსაზღვრონ დამატებითი საზედამხედველო ზომების საჭიროება.

    §  უსაფრთხოების ტექნიკები

    o   სტაჟიორები გაეცნობიან ქსელის უსაფრთხოების, მონაცემთა  და სისტემების ბაზების ადმინისტრირების უსაფრთხოების, მონაცემთა გაჟონვის პრევენციის, სისტემებისა და ქსელების კონფიგურაციის, ცვლილებების მართვის, წვდომის უფლებების უსაფრთხოებისა და სხვა აქტუალური ტექნიკურ და ტექნოლოგიურ საკითხებს.

    §  საზედამხედველო სუბიექტის ადგილზე შემოწმება

    o   სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ თუ როგორ ხდება საზედამხედველო სუბიექტის შემოწმების ორგანიზება.

    სებ-ის სამუშაო პროცესზე დაკვირვებითა და მასში უშუალო მონაწილეობით სტაჟიორები განივითარებენ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ესაჭიროებათ სებ-ის კიბერ რისკის ზედამხედველობის სპეციალისტებს, მათ შორის:

    §  ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და კრიტერიუმების რელევანტურად ინტერპრეტირების უნარი;

    §  ანალიტიკური/კრიტიკული ანალიზისა და რეპორტინგის წარმოების უნარები;

    §  მაღალი სტანდარტის წერითი და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.

    სტაჟირების კანდიდატისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:

    §  ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;

    §  კანდიდატი უნდა ფლობდეს საბაზისო ცოდნას ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესახებ;

    §  კანდიდატი უნდა ფლობდეს საოფისე პროგრამების კარგ ცოდნას;

    §  ინგლისური ენა - B2.

    კომპეტენციებისა და უნარები:

    §  კრიტიკული აზროვნება;

    §  განსხვავებული ტიპის დავალებების სწრაფად შესრულების უნარი (Multitasking);

    §  კომუნიკაციისა და წერის უნარები.

     

    სტაჟიორის შერჩევის პროცესი:

    პირველი ეტაპი:

    • განაცხადების შეფასება და განაცხადით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

    მეორე ეტაპი:

    • წერითი დავალება, მისი განხილვა და შეფასება ეროვნული ბანკის მიერ;

    წერითი დავალების თემატიკა:

    ·       ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების ეროვნული მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტები;

    o   https://www.matsne.gov.ge/document/view/4515476?publication=0

    o   https://www.matsne.gov.ge/document/view/1679424?publication=7

    o   https://www.matsne.gov.ge/document/view/5840866?publication=0

    o   https://www.matsne.gov.ge/document/view/5451970?publication=0

    o   https://www.matsne.gov.ge/document/view/5836806?publication=0

    ·       კიბერინციდენტი და მასზე რეაგირების პრინციპები;

    ·       ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების რისკების მართვის სასიცოცხლო ციკლი.

    მესამე  ეტაპი:

    • გასაუბრება კანდიდატებთან, რომლებიც წარმატებით გადალახავენ შერჩევის მეორე ეტაპს.

    სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა   2026 წლის  15 ოქტომბრის ჩათვლით   ელ-ფოსტაზე  Internship@nbg.gov.ge    უნდა გამოაგზავნონ:  

    ·       რეზიუმე (CV)

    ·       *რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ შემდეგი ტექსტი „სტაჟირება - კიბერ-რისკის ზედამხედველობის განყოფილება“

    შერჩეული კანდიდატი ვალდებულია შერჩევიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში ეროვნულ ბანკში  წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

    1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
    2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
    3. ერთი ელექტრონული ფოტო.

     

    გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გადმოგზავნილი პერსონალური მონაცემები ეროვნული ბანკის მიერ დამუშავდება  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.