ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის შპს „სპორტ ექსჩეინჯი“-ისთვის (ს/ნ 405646886) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

    განხორციელდა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის შპს „სპორტ ექსჩეინჯი“-ს (ს/ნ 405646886) დაჯარიმება 9 000 (ცხრა ათასი) ლარის ოდენობით. კერძოდ:
    პროვაიდერის მხრიდან დაირღვა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, აგრეთვე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. აღნიშნული დარღვევა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 მაისის №133/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით დაჯარიმებას, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ჯამურად, დაკისრებულმა ჯარიმამ შეადგინა 9 000 (ცხრა ათასი) ლარი.