სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204568574) ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 15 მარტის №62/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი“-თ გათვალისწინებული ანგარიშგებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 1 (ერთი) შემთხვევა, რაც, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“-ს მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალ“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204568574) დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით.