შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესისთვის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205034639) დაკისრებული ფულადი ჯარიმა
1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი“-ს მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის“ მის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად წარდგენის 5 (ხუთი) ფაქტი, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში - „ჯარიმის წესი“) მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 5 (ხუთი) შემთხვევისათვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის დასაკისრებელი ფულადი ჯარიმა შეადგენს - 10,000 (ათი ათასი) ლარს.
2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაციის არასწორად წარდგენის 6 (ექვსი) შემთხვევა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, ხოლო, ნახსენები დარღვევის 6 (ექვსი) შემთხვევისათვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის დასაკისრებელი ფულადი ჯარიმა შეადგენს 12,000 (თორმეტი ათასი) ლარს.
3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ 3 (სამი) კლიენტთან მიმართებაში დაირღვა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-11 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ კი, ნახსენები 3 (სამი) კლიენტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციას სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით არ ყავდა აღრიცხული, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 3 (სამი) შემთხვევისათვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის დასაკისრებელი ფულადი ჯარიმა შეადგენს- 30,000 (ოცდაათი ათასი) ლარს.
4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ 5 (ხუთი) კლიენტთან მიმართებაში დაირღვა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა, არ განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგი, კერძოდ გარიგებების შესწავლა. დამატებით 5 (ხუთი) კლიენტთან მიმართებაში დაირღვა ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა, კერძოდ არ განახორციელა კანონმდებლობისა შესაბამისად ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ კლიენტთან მიმართებაში. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 10 (ათი) კლიენტთან მიმართებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის დასაკისრებელი ფულადი ჯარიმა შეადგენს - 30,000 (ოცდაათი ათასი) ლარს.
5. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ 6 (ექვსი) კლიენტთან მიმართებაში არ არის განხორციელებული „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ზომა, კერძოდ კი, ნახსენები კლიენტების მიმართ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ დაუდგენია კლიენტის საქმიანობის არსი, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 6 (ექვსი) შემთხვევისათვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის დასაკისრებელი ფულადი ჯარიმა შეადგენს 12,000 (თორმეტი ათასი) ლარს.
საერთო ჯამში, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205034639) დაეკისრა ჯარიმა 94,000 (ოთხმოცდათოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით.