შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი“-სთვის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 245431108) დაკისრებული ფულადი ჯარიმა
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი“-ს მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის“ წარუდგენლობის 10 (ათი) ფაქტი, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში - „ჯარიმის წესი“) მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 10 (ათი) შემთხვევისათვის - სულ - 20,000 (ოცი ათასი) ლარი;
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი“-ს მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის 12 (თორმეტი) ოპერაციის დაგვიანებით გადაცემა, 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებით წარდგენა, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 300 (სამასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 12 (თორმეტი) შემთხვევისათვის - სულ - 3,600 (სამი ათას ექვსასი) ლარი;
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 1 (ერთი) შემთხვევა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ 2,000 (ორი ათასი) ლარი;
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის 5 (ხუთი) კლიენტს არ აქვს რისკი მინიჭებული. რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში ითვალისწინებს დაჯარიმებას – 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. სულ - 15,000 (თხუთმეტი ათასი) ლარი;
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ 2 (ორი) კლიენტთან მიმართებაში არ არის განხორციელებული „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - „კანონი“) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებული პრევენციული ზომა, კერძოდ, არ განხორციელებულა საქმიანობის არსის დადგენა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებებით. დარღვევის 2 (ორი) შემთხვევისათვის, სულ - 4,000 (ოთხი ათასი) ლარი;
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების პერიოდში, გამოვლინდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 6 (ექვსი) შემთხვევა, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ხოლო, ნახსენები დარღვევის 6 (ექვსი) შემთხვევისათვის, სულ - 6,000 (ექვსი ათასი) ლარი;
შემოწმების პერიოდში დაფიქსირდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემა ფუნქციონირების მნიშვნელოვანი ხარვეზებით, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 20,000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით. სულ - 20,000 (ოცი ათასი) ლარი;
შემოწმების პერიოდში დაფიქსირდა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული, შესამოწმებელ პერიოდში აქტიური, შიდა კონტროლთან დაკავშირებული წესები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით, კერძოდ, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 5,000 (ხუთი ათასი)ლარის ოდენობით. სულ - 5,000 (ხუთი ათასი) ლარი;
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 10 ნოემბრის №1036-1კ განკარგულების საფუძველზე განხორციელებული შემოწმების შედეგად წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის 4 (ოთხი) ფაქტი, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 7,000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ხოლო, ნახსენები დარღვევის 4 (ოთხი) შემთხვევისათვის, სულ - 28,000 (ოცდარვა ათასი) ლარი;
შემოწმების პერიოდში დაფიქსირდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ პირებისთვის იდენტიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის 515 (ხუთას თხუთმეტი) შემთხვევა, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 1,000 (ათასი) ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ - 515,000 (ხუთას თხუთმეტი ათასი) ლარი;
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთ კლიენტთან მიმართებით დაირღვა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა, კერძოდ არ განხორციელებულა გარიგებებთან მიმართებით ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში. სულ 3,000 (სამი ათასი) ლარი.
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 245431108) დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 621,600 (ექვსას ოცდაერთი ათას ექვსასი) ლარის ოდენობით.