მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „მისო ექსპრეს კაპიტალ +“-სთვის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 445448150) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

    საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი“-ს მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის 1 (ერთი) ოპერაციის დაგვიანებით გადაცემა, 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებით წარდგენა, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში - „ჯარიმის წესი“) მე–3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 300 (სამასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ 300 (სამასი) ლარი;
    მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 1 (ერთი) შემთხვევა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ 2,000 (ორი ათასი) ლარი;
    მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 15 მარტის №62/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი“-თ გათვალისწინებული ანგარიშგებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 2 (ორი) შემთხვევა, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ხოლო, ნახსენები დარღვევის 2 (ორი) შემთხვევისათვის, სულ - 2,000 (ორი ათასი) ლარი.
    შპს „მისო ექსპრეს კაპიტალ +“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 445448150) დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 4,300 (ოთხი ათას სამასი) ლარის ოდენობით.